|
2017-06-23 17:52:04, 2383 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენთან არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც ანალიზი და ტექსტის წაკითხვა არ შეუძლიათ
„საქართველოში კარგი ექსპერტები არიან, რომლებიც სამწუხაროდ არ ჩანან და არიან იარლიყმიკერებული ექსპერტები, რომელთაც არამხოლოდ ანალიზი, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ კონკრეტული ტექსტების“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიურ მთავრობაში მინისტრების რაოდენობის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტების შეფასებას. „სად წაიკითხეს მათ, რომ იზრდება სამინისტროების რაოდენობა. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცები ვერ აანალიზებენ რაღაცებს - ვერ კითხულობენ. ეს არის პრობლემა ჩვენთან ე.წ. ექსპერტულ წრეებში. ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ე.წ. ექსპერტულ საზოგადოებას. არიან ექსპერტები, რომლებიც არ ჩანან, ესენი არიან ნამდვილი ექსპერტები და არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც არა მარტო ანალიზი არ შეუძლიათ, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ კონკრეტული ტექსტების. ეს სამწუხარო რეალობაა“, - აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)