|
2019-02-26 18:47:46, 2342 ნახვა
რეგიონი
ამბროლაურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები ახალი საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებით ისარგებლებენ
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაში. ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ორი ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, რომელთა მომსახურებით 14 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები 2020 წლიდან ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას კაჩაგანსა (მარნეულის მუნიციპალიტეტი) და ჭრებალოში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) სათავეში ჩაუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით. 400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უშუალო მონაწილეობით განხორციელდება. UNDP-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შესაბამის ხელშეკრულებას 2019 წლის 26 თებერვალს მოაწერეს ხელი. „მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობაზე, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე აისახება“, - განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში. სოსო გიორგაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურების მრავალფეროვნებას. „2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამოცდაოთხი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ. „ახალი ცენტრები, რომლებიც 2020 წელს ამბროლაურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გაიხსნება, 14 ათას მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს 200-მდე სახელმწიფო და კერძო სერვისს, ისარგებლებს თანამედროვე ბიბლიოთეკითა და კარგად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო ჩართულობის ღონისძიებებისთვის. საზოგადოებრივ ცენტრებში ასევე განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მისაღები ოთახები”. საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ხელშეწყობა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელსაც UNDP შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამ დახმარების ფარგლებში, UNDP, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
(NS)
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)