|
2017-06-23 15:06:29, 2355 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პრეზიდენტთან დიალოგის რესურსი არც ახლა და არც მანამდე არსებობდა. "ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემოთავაზებაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით, რომელიც პრეზიდენტს ამ შემთხვევაში უნდა ეკისრებოდეს", - განმარტა გია ვოლსკი. მმართველი გუნდის წევრის თქმით, არსებობს საკითხები, რაზეც თავიდანვე ნათელი იყო, რომ შეთანხმება ვერ მოხდებოდა. "წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა მცირე პარტიები, სატელიტები მათ გარშემო - ნიშნავს რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება, ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა. პრეზიდენტი ამ სიტყვა დიალოგს სპეკულატიურად იყენებს, თითქოს კონსტრუქციული წინადადების ჩამოსაყალიბებლად და სხვა არაფერი. მისი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოში", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)