12:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 13:37:07, 683 ნახვა

რეგიონი
ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის განვითარების სკოლის 6 თვის საქმიანობა შეჯამდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, პრეზენტაციისას სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ტრენინგებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს.

რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა.

 მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა.

პრეზენტაციას ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ჩატარებული ბოლო ტრენინგის „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ მონაწილეები ესწრებოდნენ.

მათ დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა აჭარის რეკლამირების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე და ტურიზმის განვითარებაში რეკლამის როლზე ესაუბრა.  შეხვედრის ბოლოს თავმჯდომარემ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ წელს დაიწყო. პროექტის მიზანი რეგიონში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა.

წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები დამატებით ტურიზმში დასაქმებულ 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. 

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics