|
2015-01-14 15:12:30, 328 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ივანიშვილის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტი, სააკაშვილის პროექტზე 20-ჯერ უკეთესი იქნება
საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით კავკასიაში უნიკალური საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის ინფორმაციით, პროექტის დეტალებსა და მასშტაბებზე ფონდი "ქართუ" მოგვიანებით ისაუბრებს. "გარწმუნებთ, ეს იქნება 10-ჯერ და 20-ჯერ უკეთესი, ვიდრე იყო სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული პროექტი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ააშენოს მრავალ ათეულ მილიონიანი უნივერსიტეტი საქართველოში, თავისი კამპუსით, რომელიც იქნება უნიკალური კომპლექსი",- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ბათუმში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა გაიყიდება. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ბათუმში მდებარე შენობა თავდაპირველად ბანკისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით მისთვის ფუნქციის შეცვლა მოინდომა. ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტექნოლოგიური უნივრესიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გამართა. ნარმანიას თქმით, უნივერსიტეტის ასაშენებლად რამდენიმე ტერიტორიას განიხილავენ. „ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაცია უკვე გვქონდა ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან. არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ. გააჩნია პროექტი რა მოცულობის იქნება და შესაბამისად, რა ტერიტორია დასჭირდება. კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, როდესაც პროექტი წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)