10:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 18:42:00, 2580 ნახვა

მსოფლიო
BBC: რუსეთში, გამოკითხულთა 63%-ს სჯერა, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო

რუსეთში "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 63%  სჯერა რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხულთა 28% აღიარებს, რომ მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

როგორც მედია იტყობინება, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თვლიდა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება სრულად საბჭოთა კავშირის დამსახურებაა, 2014 და 2015 წელთან შედარებით შემცირდა. მაშინ ამავე გამოკითხვის ფარგლებში, 69%  სჯეროდა, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგება საბჭოთა კავშირს მოკავშირეების გარეშე შეეძლო.

ამასთან, გამოკითხვის თანახმად გაირკვა, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დიდ დანაკარგს იოსებ სტალინის ქმედებებს უკავშირებდა, ასევე შემცირდა.

მედიის ცნობით, გამოკითხულთა 36% თვლის, რომ დიდი დანაკარგი მოულოდნელი თავდასხმით იყო განპირობებული, 24% მიიჩნევს, რომ გერმანია სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით პრეროგატივით სარგებლობდა. ამავე საკითხში, ყოველი მეათე გამოკითხული თვლის, რომ საბჭოთა კავშირს "სუსტი, მოუქნელი ხელმძღვანელობა" ჰყავდა.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის დანაკარგმა 26.6 მილიონი შეადგინა. აქედან თითქმის 9 მილიონი ადამიანი სამხედრო მოსამსახურე იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics