07:47 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 16:06:12, 1007 ნახვა

სამხედრო
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა.

მარტინ სტროპნიცკიმ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ ჩეხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics