22:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 14:30:09, 670 ნახვა

სამხედრო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი ესტუმრა.

ჩეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოსა და ჩეხეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მარტინ სტროპნიცკიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მიმართ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენია და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო არსებული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით ვითარდება.

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ჩეხი ექსპერტების ჩართულობასაც შეეხო. ასევე, ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და განხილული საკითხები შეაჯამეს.

თავდაცვის სამინისტროში სტუმრობამდე მარტინ სტროპნიცკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics