|
2017-06-22 14:15:43, 2395 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გიორგი ფანცულაია: დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა. როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დეკანოზი მის ზიარებას ისევ ითხოვს. ამასთან, ფანცულაიას თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თანახმაა საპატრიარქოში გამართული გუშინდელი შეხვედრის ჩანაწერი გასაჯაროვდე, თუმცა მისი თქმით, ეს სრული ჩანაწერი უნდა იყოს და არა ფრაგმენტული. ადვოკატები ბრალდებულ დეკანოზს გუშინ საპატრიარქოში მისი ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ესაუბრნენ. საპატიმროში ადვოკატებისა და დეკანოზის შეხვედრაზე ასევე ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც ისაუბრეს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის. ადვოკატები არ გამორიცხავენ, ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა ხვალვე დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)