|
2017-06-22 11:49:02, 2680 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს საზღვართან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს
„რადიო თავისუფლების" ყოფილი პროდიუსერი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი საქართველოს საზღვართან დააკავეს, - ამის შესახებ Haqqin იუწყება. დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატის ჯავიდ რზაზადეს ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთის დროს ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ის ძებნაში იმყოფება. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ჟურნალისტს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება. აღნიშნულ ფაქტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვამ გამოეხმაურა. როგორც ისმაილოვამ აღნიშნა, მაჰმუდოვი თამამი ურნალისტია და მისი დაკავებს სხვა მიზეზი არ არსებობს. "რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით „რადიო თავისუფლების" გადაცემაზე After Work, მე წამყვანი ვიყავი, ის - პროდიუსერი. „რადიო თავისუფლების" ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ კამრანი სხვადასხვა გადაცემებს უძღვებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლებიც მიმდინარე საკითხებს ეხებოდა. კამრან მაჰმუდოვი თამამი ჟურნალისტია. მისი დაკავებისთვის სხვა მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)