2017-06-22 10:17:50, 1901 ნახვა
საზოგადოება
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ ახალ შემადგენლობას ამატებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტურად მომსახურების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზა“ მიმდინარე წლის 23 ივნისს, თბილისი-ბათუმისა და 25 ივნისს, ბათუმი-თბილისის მიმართულებით ამატებს ახალ შემადგენლობას (№808/807).
შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით;
ელექტრომატარებელი №808 თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 23 ივნისს - 10:30 წთ. და ბათუმში ჩავა 15:29 წთ-ზე.
ელექტრომატარებელი №807 25 ივნისს ბათუმიდან გამოვა 17:05 წთ და თბილისში დაბრუნდება 22 სთ-ზე.
საქართველოს რკინიგზა გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან