00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 23:43:17, 1960 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა, - ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს“

მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

„25 წლამდე გოგონას ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო დახმარება რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე და დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, იგი უკონტაქტოა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, აქვს ქალა ტვინის მძიმე დაზიანება",- განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ბადრი პაქსაძემ.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics