|
2017-06-21 15:10:12, 2553 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ BBC იუწყება. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, ორგანიზატორი 36 წლის მოროკოელია, რომელიც პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყო. ამასთან, პოლიცია ეჭვმიტანილის სახელსა და გვარს ჯერ არ ასახელებს. მედიის ცნობით, მამაკაცი ბრიუსელის რაიონ მოლენბეკში ცხოვრობდა. ტერაქტის აღკვეთის შემდეგ სამართალდამცველებმა აღნიშნულ რაიონში რეიდი ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ამავე უბანში ცხოვრობდნენ პარიზის ტერაქტის ეჭვმიტანილებიც. ცნობისთვის, თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც პოლიცია აცხადებეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელნაკეთი იყო და უფრო მძლავ აფეთქებას გამოიწვევდა, თუმცა ის არასწორედ ამოქმედდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ გუშნ ბრიუსელის ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. კერძოდ კი, თავად თავდამსხმელი. სამართალდამცველებმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)