02:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 14:55:34, 2027 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს განიხილავენ

ქუთაისში მდებარე პარლამენტში  რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით სულ სამი საკითხია გათვალისწინებული.

კერძოდ, განსახილველი და კენჭსაყრელი  საკითხებია: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი,  საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ , I და II მოსმენა და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“, I და II მოსმენა.

ამ წუთებში პარლამენტი  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს განიხილავს. მომხსენებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად წარმოდგენილია 33 პირის კანდიდატურა, რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ესენი არიან: იგორ კოპალიანი, ვალერიან გავაშელი, ლევან გზირიშვილი, ქეთევან ბექაური, ლევან ბერიძე, ირმა გელაშვილი, მაგური ლიპარტელიანი, რაჟდენ კუპრაშვილი, სულხან ონიანი, შალვა ქურდაძე, იოსებ ვარძელაშვილი, ნოდარ პაპუკაშვილი, თეა ჯუღელი, ლალი გზირიშვილი, პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე, მარინე კვაჭაძე, ნინო ნიშნიანიძე, ამირან ზენაიშვილი, ალექსანდრე ჩხიტაური, ინგა ბერიძე, თამაზ კაპანაძე, ირაკლი ჩხარტიშვილი, ზაზა ხარებავა, მაია ივანიძე, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, გრიგოლ გაგნიძე, ავთანდილ კახნიაშვილი, ბესიკ სისაძვე, ავთანდილ აბაშიძე, ზურაბ აზნაურაშვილი.

კიდევ ერთი კანდიდატის  ლევან ჯოხაძის დოკუმენტაცია, როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა,  არ არის სრულად შესაბამისობაში კანონის მოთხოვნებთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics