08:53 - 22 Oct, 2026
|
2017-06-21 10:46:53, 2832 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატების სარჩელი ნასიმის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, - ამის შესახებ გამოცემა Turan იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ეხებოდა. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტისთვის ციხეში ყოფნა შინაპატიმრობით შეეცვალათ. ჟურნალისტის უფლებადამცველის ინფორმაციით, შეამდგომლობას პროკურატურა შეეწინააღმდეგა, რადგან როგორც პროკურორმა განაცხადა, ბრალდებული გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებოდა. ეს არგუმენტი აზერბაიჯანის სასამართლოს მოსამართლემ გაითვალისწინა. შესაბამისად მუხთარლის ადვოკატებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)