|
2017-06-20 17:34:18, 1177 ნახვა
სხვადასხვა
ევროკავშირის პროგრამა „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიხსნა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით, საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის,ეროვნულ სიტუაციურ ოთახში 20 ივნისს „DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება“ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის კაიდო სირელის განცხადებით ,, შეხვედრა ემსახურება სამხრეთ კავკასიაში კატასტროფის რისკის შემცირებას. DIPECHO წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დახმარებას ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავებაში.’’ როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით შემუშავდა კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია სამოქმედო გეგმით, თავისი ბიუჯეტით და დღეს სახელმწიფოს ეს დოკუმენტი უკვე გააჩნია. ამიტომ,ძალიან მნიშვნელოვანი არის მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან , რისი კიდევ ერთი დასტურიც გახლავთ დღევანდელი დღე’’_ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ECHO-ს სათაო ოფისი ყოველწლიურად ატარებს ე.წ. „გაწეული საქმიანობის შეჯამების ღონისძიებას“ (DIPECHO Lessons Learned exercise), რომელიც წელს პირველად ევროკომისიის პრაქტიკაში, საქართველოში გაიმართა. ღონისძიება 20 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისს დასრულდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)