|
2017-06-20 15:22:41, 2767 ნახვა
მსოფლიო
Manchester United-ის მთავარ მწვრთნელს ესპანეთის პროკურატურა საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს
საფეხბურთო კლუბ Manchester United-ის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ესპანეთის პროკურატურა საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ეხება მადრიდის Real-ში მოურინიოს ყოფნის პერიოდს, კერძოდ კი, 2011-2012 წლებს. გამოძიების მტკიცებით, მწვრთნელმა 3.3 მილიონი ევრო დამალა. როგორც BBC წერს, საგადასახადო თაღლითობას უკავშირდება ფეხბურთის სფეროში მოღვაწე მაღალი თანამდებობის პირებისა და ფეხბურთელების სახელები, მათ შორის არიან Barselona-ს ვარსკვლავი ლიონელ მესი და Real-ის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურამ პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მიერ გადასაახდების დამალვის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 21 თვიანი სასჯელი ძალაში დატოვა და 2.1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)