|
2015-04-20 10:23:12, 573 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების პირველი პარტია კვირის ბოლოს შემოვა
C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების პირველი პარტია მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ რიგში იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომლებსაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვთ. „ხვალ, 21 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ხვალიდან უპრეცედენტო პროექტი რეალურად დაიწყება და მისი მიზანი იქნება ყველა დაავადებულის მკურნალობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შესაძლებლობები ეძლევა. მიმდინარე კვირის ბოლოს, პრეპარატების პირველი პარტია ჩამოვა. ეს არის 8 000 ფლაკონი, რომლითაც, პირველ რიგში მათ დავეხმარებით, ვისაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)