2017-06-19 23:12:27, 1854 ნახვა
საზოგადოება
სარეკლამო კამპანია „მეექვსემემილიონე ტურისტი“ ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის ჯილდოს მფლობელი გახდა
კრეატივის ნომინაციაში სარეკლამო კომპანია „უინდფორსმა“ კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს პირველი ვერცხლის ლომი მოუტანა.
კამპანიამ „მეექვსემემილიონე ტურისტი“ ჯილდო ორ ნომინაციაში მიიღო და ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.
„კანის ლომები“ 24 ივნისამდე გაგრძელდება და საქართველოს გამარჯვების მოპოვების შანსი კიდევ ორ - ფილმისა და დიზაინის ნომინაციებში აქვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან