|
2017-06-19 21:21:38, 1796 ნახვა
საზოგადოება
ვენეციის კომისია: საქართველო ვალდებულია, ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა ლეგალურად სცნოს
ვენეციის კომისია ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ცვლილებების პროექტი, სადაც ქორწინება არის განმარტებული, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვად. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ ოფიციალურ დასკვნაშია აღნიშნული. „საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შემოღება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კონსტიტუციას, დანარჩენი კი ჩვეულებრივმა კანონმდებლობამ უნდა გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების პროექტი ცალსახად გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ეს არ უნდა ვრცელდებოდეს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობაზე. საქართველო, ისევე როგორც, ევროპის საბჭოს სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყანა, ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტები. აქედან გამომდინარე, ვალდებულია ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა სცნოს ლეგალურად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული როგორც პარტნიორობის აკრძალვა.ვენეციის კომისიამ სომხეთისვის დაადგინა, რომ დებულება თანასწორი ქორწინების შესახებ არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ გამოირიცხოს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ერთობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული უფლებების კომიტეტი მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს, რომ იურიდიულად აღიარონ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის წევრმა ქვეყნებმა ლეგალურად უნდა სცნონ ერთნაირსქესიანი წყვილები. აღნიშნულის არაღიარება იწვევს მე-8 მუხლის დარღვევას“,-ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)