|
2017-06-19 19:17:02, 1963 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რათა ქვეყნის მომავალზე ძალიან ბევრს ფიქრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური მონარქის საკითხი, დღევანდელი და ხვალინდელი დღის გადასაწყვეტი არაა. თუმცა, კვირიკაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით განცხადება საკმაოდ საინტერესოა. ამასთან, პრემიერმა უწმინდესს მადლობა გადაუხად, რათა ის ქვეყნის მომავალზე ბევრს ფიქრობს: „ეს საკითხი არ არის არც დღეის და არც ხვალის გადასაწყვეტი, ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეული, უფრო მეტი, ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, თუმცა, ეს განცხადება საკმაოდ საინტერესოა. ასეთი საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ ცვლილებებს არასწორად დაუკავშირეს. შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად სიმშვიდე შემოაქვს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უწმინდესს შეხვდნენ. მედიასთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, მხოლოდ აღნიშნეს, რომ ილია მეორესთან ზოგადი საუბარი ჰქონდათ, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიაზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)