|
2017-06-19 18:43:19, 1605 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში ლექცია წაიკითხა. ლევან იზორია გორისა და კასპის თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, ადგილობრივ სტუდენტებს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. მინისტრმა ყურადღება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა, რაც მისი განცხადებით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი დასავლური სამყაროსთვის გამოწვევას წარმოადგენს. ლევან იზორიამ აღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს მიერ გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები და ნატოს შეკავების პოლიტიკაც ხაზგასმით აღნიშნა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები იყო. ლევან იზორიამ მსმენელებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს საგარეო კურსზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველო-ნატოს ურთიერთობა, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები მიმოიხილა და მათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა მიმართულება გააცნო. ლევან იზორიამ ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს სამინისტროს სამომავლო გეგმები, კონკრეტულად ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ძირითადი კომპონენტები წარუდგინა. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ დაუსვეს. მინისტრთან შეხვედრა ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ორგანიზებით, (NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)