|
2015-04-20 10:01:13, 619 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპულ გიორგი ჯანელიძეს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გადმოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გიორგი ჯანელიძეს სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე კვირას გადმოასვენებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღონიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიდის მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთან. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში და ამჟამად მოგეხსენებათ მიმდინარეობს ფორმალობები, რაც მთავარია ქართველი ჯარისკაცი გამოყვანილია აქტიური ცეცხლის შეხების ზონიდან. არის დნეტროპეტროვსკში ჩვენი ინფორმაციით. ალბათ დღეს ან ხვალ მოხდება მისი გადმოსვენება უკრაინაში. იქ სათანადოდ პატივით იქნება ასე ვთქვათ, აღნიშნული მისი გმირობა და უკვე შემდეგ აუცილებელი პროცედურების დაცვის, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად გაივლის, ჩვენი საკონსულო არის აქტიურად უკრაინულ კოლეგებთან კავშირზე, რაც შეიძლება მალე იქნება მისი ცხედარი გადმოსვენებული საქართველოში“,-განაცხადა დავით ჯალაღონიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)