22:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 17:39:36, 628 ნახვა

სამხედრო
სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე სამთო მომზადებაში  ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.  

უწყების ინფორმაციით, აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან.

ისინი სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, რუკაზე მარშრუტების დაგეგმვას,  კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კოლექტიურ გადარჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას შეისწავლიან.

სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებსაც გაეცნობიან.

მათ ისეთი მოქმედებების შესწავლაც მოუხდათ, როგორიცაა: ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის შესწავლა და კლდიდან დაშვება.

ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს.

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და 12 კმ-ზე გადაადგილებას პლუს 1200 მ-ზე ასვლას ითვალისწინებს.

სამთო მომზადების საბაზისო კურსი 7 ივლისს დასრულდება.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics