21:09 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-18 14:39:06, 1966 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს

 „კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა  მონარქი  ეწოდება, მეფე მეფობს,მაგრამ არ მართავს, ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. 

„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია.

ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.

ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ  უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი",- ბრძანა უწმინდესმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics