|
2015-04-19 17:24:57, 607 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშვების მხარდამჭერი აქცია „სოლიდარობა ასურელ ქრისტიენებს“ იმართება. აქციაზე 200-მდე მოქალაქეა შეკრებილი. როგორც „ექპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქეებს პარლამენტის წინ სიმბოლურად სათამაშოები მიაქვთ. „აქციას, რომელსაც პატარა სიმბოლო ყოველთვის უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, ამ ასურელ ბავშვებთან ყველაზე მეტად ასოცირდება სათამაშო, ეს არის ჩვენი მესიჯი. წარმოვიდგინოთ სათამაშოები, რომლებასაც არ ჰყავთ პატრონი. ეს არის იმის გამოხატვა, რომ ბავშვებთან გვაქვს საქმე და მათ სიცოცხლეზეა საუბარი“,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ლაბარტყავამ. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სათამაშოებო მიიტანონ, რომლებიც აქციის შემდეგ ბავშვთა თავშესაფრებს დაურიგდებათ. ამასთან, აქციის წევრების მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ ასირიელ ბავშვებს თავშესაფარი მისცეს. ცნობისთვის, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)