06:47 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 21:25:01, 2026 ნახვა

საზოგადოება
ბუკიკიო: ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება რთული იქნება

„ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, ამიტომ, ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი  მაგრამ, ვამბობთ, თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, იმ პირობით, ეს ინტერპრეტირებული იქნება, რომ არ ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვას“ ,-ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა  ჯანი ბუკიკიომ „მოამბეს“ განუცხადა. 

ბუკიკიომ დეტალურად ისაუბრა ქორწინებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე. 

„ეს არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა, რომელიც განსხვავდება ქორწინებისგან. სხვა ევროპულ ქვეყნებში მიღებულია ორ მამაკაცსა თუ ორ ქალს შორის პარტნიორობა და არა ქორწინება ერთნაირ სქესიან ადამიანთა შორის. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ერთსქესიან ადამიანთა პარტნიორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველგან. 

შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთნაირ სქესიანთა ადამიანთა ქორწინება აღიარებულია. არა ბევრ, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში. ევროპის 14 ქვეყანა აღიარებს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და სხვები არა. ეს არის საზოგადო - ერის და მისი განვითარების საკითხი. 

ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, სწორედ ამიტომ, ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, იმ პირობით, ეს ინტერპრეტირებული იქნება, რომ არ ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვას“, - განაცხადა ბუკიკიომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics