00:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 19:49:40, 1979 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

კანონპროეექტის მომხრე 79 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი ხმა არც ერთს მიუცია. სისიხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მარიხუანის მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება. ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პირველი შემთხვევის დროს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება აღარ მოხდება. ამასთან, კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრაც შეიცვლება. 

კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 70 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 140 გრამის ოდენობას შეადგენს. შესაბამისად, ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსში", "ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსში" და "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში. 

ეს ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ აღნიშნული კანონდარღვევა დამამძიმებელ გარემოებებში, მეორედ იქნება ჩადენილი, მოქმედ სანქციებთან შედარებით, თავისუფლების აღკვეთის ზომა ნაკლები იქნება. 

პირველი მოსმენით განსახილველად საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. მან „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ზოგადი პრინციპების თაობაზე და ხელისუფლების მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლო, ზოგად გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. 

ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, კანონპროექტის მომზადების საფუძველი უპირველესად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო. 

მომხსენებლის განცხადებით, მთავრობა, ზოგადად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეა და მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა: გაიმიჯნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების ფლობისა და გასაღებისთვის, რადგან საზოგადოებრივი საშიშროება ამ ორი ქმედებისა განსხვავებულია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც განსხვავებული უნდა იყოს. 

წარმოდგენილი კანონპროექტი, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ერთმანეთისაგან მიჯნავს სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რეჟიმებს ერთი მხრივ მარიხუანას და, მეორე მხრივ, სხვა ნარკოტიკული საშუალებებისათვის. მისი თქმით, თუ დიდ ოდენობასთან არ გვაქვს საქმე, კაცი ციხეში არ უნდა ჩავსვათ, თუმცა გარკვეულ პასუხისმგებლობას ვერავინ აიცილებს თავიდან. 

როგორც აღვნიშნეთ, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის - მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, აგრეთვე გამომშრალი და ნედლი მარიხუანისთვის დიდი ოდენობების ცვლილებას. 

ამასთანავე, როგორც მომხსენებელმა, ასევე სხვა გამომსვლელებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელი შეეწყობა ნარკოტიკების მოხმარებას: შემდგომი საკანონმდებლო ნაბიჯები იქითკენ იქნება გადადგმული, რომ ნარკოტიკების გამსაღებლებისათვის კიდევ უფრო გამკაცრდება სასჯელი, ხოლო ნარკოდამოკიდებულთათვის საკმაოდ დიდი შეზღუდვები დაწესდება, მათ შორის საჯარო სამსახურის კუთხით და ა.შ. ალექსანდრე ბარამიძემ, ფრაქციების წარმომადგენელთა გამოსვლების შემდეგ, წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტები: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელთა მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics