|
2015-04-19 16:55:39, 612 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მასშია
„საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, ბედნიერია ის, ვინც მშვიდად მოუსმენს სხვას და კეთილ აზრს გაიზიარებს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა სირიაში, ეგვიპტესა და ერაყში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. დღესვე პატრიარქმა ასირიელი ქრისტიანების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. „ნუ იფიქრებთ იმას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ჩემშია, შეიძლება ჩვენზე უკეთესი აზრი გამოთქვას სხვამ.ამიტომ უნდა მოთმინებით მოუსმინოთ სხვებსაც და თუ კარგი აზრია, გაიზიაროთ ის აზრი. ასევე გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ილოცოთ იმ ხალხისთვის, რომელიც არის სირიაში, ერაყში ,ეგვიპტეში. იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ღმერთმა მშვიდობა მისცეს მათ, ღმერთმა დაამშვიდოს და დააწყნაროს და ეს მტრობა, რომელიც არის მათ შორის, მშვიდობად გადააქციოს“,-ბრძანა პატრიარქმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)