|
2017-06-16 15:57:00, 1835 ნახვა
საზოგადოება
იოჰანეს ჰანი: ილჰამ ალიევთან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიავს შეხვდა, - შეხვედრის ამსახველ ფოტოს ევროკომისარი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. როგორც ჯანი წერს, ილჰამ ალიევთან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებას ეძღვნებოდა. აზერბაიჯანული მედია საშუალებების ინფორმაციით, რომ პრეზიდენტისა და ევროკომისრის მოლაპარაკებების თემა ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირსა და ოფიციალურ ბაქოს შორის თანამშრომლობა იყო. მედიის ინფორმაციით, დიალოგის დროს იოჰანეს ჰანმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების მნიშვნელობას. ამასთან, უცნობია ისაუბრეს თუ არა ევროკომისარმა და ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)