|
2017-06-16 15:46:58, 1665 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა გენდერის საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ელჩი მიიღო
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) ელჩი, მრჩეველი ქალთა და გენდერის საკითხებზე მარა მარინაკი მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე. მინისტრმა ელჩს საკანონმდებლო პაკეტის შესახებ უამბო, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანისთვის მომზადდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა მიხედვით ახალი მიდგომებია გათვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. იუსტიციის მინისტრი სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის შესახებაც ესაუბრა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგსაზოგადოების გააქტიურებისკენაა მიმართული. კამპანიის მთავარი გზავნილი #იმოქმედე! - საქართველოს მოქალაქეებს ყველა საკომუნიკაციოარხის გამოყენებით მიეწოდება და მასში სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სფეროს წარმომადგენელები არიან ჩართულნი. უკვე ჩატარდა ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი პოსტერების კონკურსი, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულითმიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. დღეისათვის სწავლებას 200-მდე მსმენელი უკვე დაესწრო,ჯამში კი 2500 მსმენელი დაესწრება, გაიმართება შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლოდაწესებულებებში. სატელევიზიო ეთერში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადებული სამი ვიდეორგოლი, რომელთამთავარი გზავნილია #იმოქმედე! სხვა ღონისძიებებთან ერთად გამოყენებული იქნება ქუჩის ინსტალაციაც. შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა მარა მარინაკსა და დელეგაციის წევრებს მაისურები გადასცა, რომლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშ დაიბეჭდა და რომელზედაც მისი მთავარი გზავნილია დატანილი. (NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)