|
2017-06-16 15:38:19, 1732 ნახვა
საზოგადოება
IFAD ახალ საგრანტო პროექტს იწყებს
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე „სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობისთვის ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერა და მათი აგრობიზნესში ჩართულობის წახალისება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის. შესაბამისად,სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან ერთად ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება დანიის მთავრობასთან. მათ გამოყვეს საგრანტო კომპონენტი 4 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდების მხარდასაჭერად, ახალგაზრდა ფერმერების წახალისებისთვის. ეს თანხა განსაზღვრული იქნება 35 წლამდე მამაკაცებისთვის და 40 წლამდე ქალებისთვის, დაფარვის არეალი არის მთელი საქართველოს ტერიტორია, საქმიანობა დაკავშირებული უნდა იყოს აგრობიზნესთან, იქნება ეს პირველად წარმოება თუ გადამუშავება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ საგრანტო კომპონენტის 20%-ით შესაძლებელია დაფინანსებულ იქნას არასასოფლო სამეურნეო საქმიანობზე, რაც დაკავშირებულია სოფლის განვითარებასთან. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან, ვიმეორებ ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა სოფლის მეურნეობაში, აგრობიზსნესში არის უაღრესად მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კერესელიძემ. პროგრამისთვის დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს, დამატებით, 27 965 000 კრონა (დაახლოებით 4 100 000 აშშ დოლარი) გამოუყო. საგრანტო პროგრამის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობაა. პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან. წარდგენილი ბიზნესგეგმების განხილვის საფუძველე თითოეულ აპლიკანტზე 25 000 დოლარი გამოიყოფა. (NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)