07:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 15:27:02, 2637 ნახვა

მსოფლიო
BBC: ISIS-ს ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია - ინფორმაცია ზუსტდება

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სავარაუდოდ 28 მაისს რუსეთის საჰაერო ძალებმა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC იტყობინება, გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძიებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სირიაში რუსეთის საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის დროს 330 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის კი,  სავარაუდოდ აბუ ბაკრ ალ-ბაღდადიც იყო.

ამასთან, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის თაობაზე შესაბამი ინფორმაცია მედიაში ბევრჯერ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, 330 მებრძოლიდან 30 წევრი დაჯგუფების სხვა ლიდერები არიან.

ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციის სპიკერის კონ დორიანის განცხადებით, ამერიკა ბაღდადის გარდაცვალებას ვერ ადასტურებს.

ცნობისთვის, აბუ ბაკრ ალ ბაღდადი, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში 1971 წელს დაიბადა. 2003 წელს ის ერთ-ერთ მეჩეთში მსახურობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის უკვე მაშინ იყო ჯიჰადისტების მებრძოლი და ალ-ქაიდასთან იყო კავშირში. ხოლო, 2010 წელს ალ-ბაღდადი ერაყში, ალ-ქაიდას ლიდერი გახდა. 2011 წლის ოქტომბერში ამერიკამ ალ-ბაღდადს ოფიციალურად "ტერორისტის" სტატუსი მიანიჭა. აშშ-მ ტერორისტის შესახებ რაიმე ინფორმაციის სანაცვლოდ 25 მილიონი დოლარი დააწესა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics