|
2017-06-16 14:33:31, 1572 ნახვა
საზოგადოება
„საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმები 15-მდე სოფელში ჩავლენ და მოსახლეობას პირველად კვლევებს ჩაუტარებენ
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ უპრეცედენტო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ცენტრის ექიმები 15-მდე სოფელს ეწვევიან და იქ მცხოვრებ მოსახლეობას პირველად სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ. „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ აქციის ფარგლებში დაგეგმილია: კარდიოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში კარდიოგრამა არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის მძიმე პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით; მამოლოგის კონსულტაცია სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავებისთვის; საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიის, ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევის ჩატარება; გინეკოლოგის კონსულტაცია, გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა (პაპ-ტესტი); უროლოგის კონსულტაცია და პროსტატსპეციფიური ანტიგენის PSA კვლევა, საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევა. ნევროლოგის კონსულტაცია, ფიზიკური გამოკვლევა ხერხემლის თიაქარის გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მხედველობის გამოკვლევა. პროექტში ასევე ჩაერთვებიან ოჯახის ექიმები. მოსახლეობა კვლევების პასუხებს 2-3 სამუშაო დღეში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიიღებს. სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია miiRos უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა. ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს. „საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. როგორც ცენტრის მენეჯერი თამარ მელიქიძე აღნიშნავს, მსგავსი პროექტი სოფლის მცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესია. „ეს ძალზედ აუცილებელია დღევანდელ დროში. ექიმთა მობილური ჯგუფები აქციის ფარგლებში სკრინინგულ კვლევებს სოფლებშივე ჩაატარებენ, რაც საშუალებას მოგვცემს, დაავადებები საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ და შესაბამისად, პაციენტს შემდგომი მკურნალობისთვის რეკომენდაცია მივცეთ. ჩვენი სურვილია, არ დავაწესოთ ასაკობრივი შეზღუდვა. ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი. მას პერმანენტული სახე ექნება, ექიმთა მობილური ჯგუფები სოფლებში მომავალშიც ჩავლენ,“ - განაცხადა თამარ მელიქიძემ. (NS)
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)