|
2017-06-16 14:12:09, 1690 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიში დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", 82 ხმით ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეაქცია მსოფლიო ეკონომიკასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის ადეკვატური იყო. "ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, რომელიც დღეს თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნევა. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, გულისხმობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შენარჩუნებას სამიზნე მაჩვენებლთან ახლოს. მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლიდან - როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით, მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის მთავარ გამოწვევაზე - დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელზე და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე . წლიური ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ "საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით 2016 წელს გრძელდებოდა მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე 2014 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივათა შესასრულებლად. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს არაერთ კანონში ("კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ჩათვლით) რიგი თვისებრივი ცვლილებების შეტანას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწასა და მის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნულმა ცვლილებებმა უნდა განამტკიცოს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების, კომერციულ ბანკებში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის უფრო ეფექტიანად განხორციელების მიმართულებებით, მათ შორის, კომერციული ბანკების ლიცენზირებისა და მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში“. პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზეც ისაუბრა, რომლიც გასული წლების მსგავსად ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)