23:53 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 11:41:22, 1828 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში ვახტანგ ხმალაძე, ალუდა გოგლიჩიძე და თენგიზ შერგელაშვილი იქნებიან

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში, სხვებთან ერთად, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნინო გურიელი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე იქნებიან.

დავით უსუფაშვილი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთი ნაწილი „შენების მოძრაობის“ სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციას დღეს გამართავს.

„შენების მოძრაობა“ თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც როგორც მოძრაობაში აცხადებენ, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

„შენების მოძრაობის“ საბოლო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. „შენების მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილებას. ამასთან მოძრაობა მონაწილეობას გეგმავს შემოდგომაზე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას საკუთარ კანდიდატებს წარუდგენს.

უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში ასევე იქნებიან: აბაშიძე ლევანი - ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი; გელაშვილი გელა - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი; დანელიშვილი გოგა -  ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ბიზნესმენი; ეპიტაშვილი გიორგი - იურისტი, ბიზნესმენი; ზარანდია ტარიელი - ეკონომისტი, ბიზნესმენი; თაქთაქიშვილი გიორგი - ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი; თოხაძე მანუჩარი - ეკონომისტი, საჯარო მოხელე; კვანტალიანი ეკატერინე - სტუდენტი; ლანდია ნათია - ექიმი, ჯანდაცვის სისტემების მენეჯერი; მურვანიძე თეიმურაზი - სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი; მჭედლიძე გურამი - ეკონომისტი; საყვარელიძე ფრიდონი -  მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი; სიმონიშვილი სოსო - ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი; ქობალია ნათია - ეკონომისტი, პოლიტოლოგი; შავიშვილი რეზო - ფიზიკოსი, პოლიტიკოსი; შარტავა კახა - კიბერნეტიკა, საერთაშორისო ურთირთობები, პოლიტოლოგია; ჩხუტიშვილი ილია - ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი; ხეჩინაშვილი გია -  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ჯაბიძე გოჩა - ეკონომისტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics