|
2015-04-19 13:38:04, 524 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის გიორგი ჯანელიძის დაღუპვის გამო სამძიმარს გამოთქვამს და მის გმირობაზე საუბრობს. სააკაშვილი ამის შესახებ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. „გიორგი ჯანელიძე, რომელიც მაგ დროს თვითონაც დაჭრილი იყო და მისი ქართველი თანამებრძოლი ამხნევებენ ჰოსპიტალში გადაყვანილ დაჭრილ ქართველს. თავში საკმაოდ მძიმედ დაჭრეს, თუმცა ის მაინც დაბრუნდა წინა ხაზზე, წავიდა სადაზვერვო ოპერაციაზე, ის რუსი სამხედრო ინსტრუქტორი გაანადგურა, რომელიც ამ რაიონში ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა უკრაინელებს, ბოლო დროს. ჩვენი გმირები ფრონტზე ხანდახან ასეთი ენით გამოხატავენ ჩვენს ემოციებს. მათ, ვისაც ეს შეიძლება ყურში ცუდად მოხვდეთ, ანდა მათ ვისაც არ ესმის რისთვის წამოვიდნენ ისინი საომრად და რისთვის გასწირეს თავისი სიცოცხლე, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ეს ბიჭები გვჯობიან ყველას. ეს გიორგის სიტყვებია დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე - "მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა“, – წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)