05:15 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 17:45:57, 1792 ნახვა

საზოგადოება
ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატის გაცემა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უძღვებოდა, კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიზანია, ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებული სამკურნალო საშუალება - ბუპრენორფინის კომბინირებული პრეპარატების მიმართ კონტროლის უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესება. ეს პრეპარატები კანონით განსაზღვრული ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში (სია 2) შეიტანება, რაც კონტროლის ერთნაირ რეჟიმში მოაქცევს ბუპრენორფინის შემცველ ყველა კომბინირებულ პრეპარატს და აღნიშნული პრეპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენების ფაქტებს შეამცირებს.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მეორე მოსმენით განსახილველად დღესვე წარედგინება. იგი გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს ამოქმედდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics