2015-04-19 11:21:50, 484 ნახვა
სამართალი
მუხიანში მე-8 სართულიდან გადამხტარი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
მუხიანში მე-8 სართულიდან გადამხტარი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მოზარდი ამჟამად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
შემთხვევა მუხიანის დასახლებაში გუშინ ღამით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან