10:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 18:21:14, 662 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს ესტუმრა

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქ. ბათუმის N13 საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებს ეწვივნენ და მათ ტკბილეული მიართვეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის N13 საჯარო სკოლაში, 2016-17 სასწავლო წლიდან შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა 10 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით. სკოლაში შშმ მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. აღნიშნულ სკოლაში არსებობს სპეციალური გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს ამავე სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ.

„აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2018 წლისათვის ამზადებს ახალ პროგრამას, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია დაფინანსდება 2 -დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისათვის“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

შეზღუდული შესაძლებლობის პირების უზრუნველყოფა სხვადასხვა საჭიროებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. ამ სტატუსის მქონე მოქალაქეები სამინისტროს ყვლა პროგარმის ბენეფიციარები არიან და მათ რიგითობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics