|
2017-06-14 15:32:44, 2047 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება პროდუქტს მეტ ღირებულებას სძენს
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა დაარსებიდან 25 წლის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება ცალსახად დაკავშირებულია ინოვაციებთან. „ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი გამოყენებისთვის მთავარი ინსტრუმენტი კანონმდებლობა და სწორი ადმინისტრირებაა. გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება მეტ ღირებულებას სძენს პროდუქტს და მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. სახელმწიფო მხრიდან ქართული პროდუქციის ცნობადობის შექმნის მიზნით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. ჩვენ ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას, ვდებთ ინვესტიციას ბაზრებზე რეპუტაციის შექმნისთვის, ვახორციელებთ პრომოუშენს, რითაც ბიზნესსექტორს მეტ შესაძლებლობებს ვაძლევთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯონ სენდეიჯმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) მინისტრის მოადგილემ გან ლინიმ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით გაიმართა. (NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)