|
2017-06-14 15:24:10, 2237 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„მასტერი“: Birja Mafia-ს წევრები ბოლომდე სუფთები არიან - ისინი კლიპის გამო დააკავეს
გიორგი პავლიაშვილის, იგივე „მასტერის“ განცხადებით, პროკურატურას Birja Mafia-ს წევრებთან მიმოწერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც პავლიაშვილმა პროლურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვის დროს, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. "მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან დადებითი გარემო იყო. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ძალიან კარგად მიმიღეს, ეტყობათ ადამიანებს, რომ მოწოდებულები არიან, დაადგინონ სიმართლე, რაც ძალიან გამიხარდა. ჩემს მეგობარ გიორგი ქებურიასთან მქონდა მიმოწერა დაკავებამდე წინა ღამით. მეუბნება გიორგი, რომ მგონი გაღიზიანებულები არიან კლიპთან დაკავშირებით. მიმოწერაში ვეუბნები, "აჭარა" რა შუაშუა თქო, "აჭარა ნეტმა" გადაიღო კლიპი", - განაცხადა პავლიაშვილმა. რეპერის თქმით, ჯგუფის წევრები ბოლომდე "სუფთები არიან", მანვე დასძინა, რომ ისინი კლიპის გამო დააკავეს. ცნობისთვის, გიორგი პავლიაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. პავლიაშვილის გარდა, პროკურატურაში კლიპში, პოლიციელის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუაც დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)