|
2017-06-14 14:36:33, 1710 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი აშშ-ში კონგრესმენთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესმენთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული ძირეული რეფორმების შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო საკითხებში კონგრესმენ დაფის ოფისის თანაშემწე რაიან მაქკორმაკს მიაწოდა. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, სენატორ რონ ჯონსონის ოფისის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მინისტრის თქმით, 2012 წლიდან განხორციელებული ცვლილებების მიზანს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების შექმნა, პენიტენციურ დაწესებულებებში სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისობაში მოყვანა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გზით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია წარმოადგენდა. „საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის ეფექტიან აღსრულებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება. რეფორმის შედეგად, პენიტენციური დაწესებულებები აღარ არის მხოლოდ იზოლაციისთვის განკუთვნილი ადგილი. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, სისტემაში წარმატებით მიმდინარეობს მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა,“ - აღნიშნა მინისტრმა. უწყების ინფორმაციით, კახა კახიშვილმა „პატიმრობის კოდექსსა" და თანმდევ კანონებში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელთა თანახმად, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ენიჭებათ, შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირთადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკული გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის გაგრძელება. (NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)