17:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 14:11:33, 1529 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ პროექტის „ევროპული მასწავლებელი“ მონაწილე პედაგოგებს სერთიფიკატები გადასცა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე,განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი  და საქართველოში სლოვაკეთოს ელჩი რუდოლფ მიხალკა პროექტის „ევროპული მასწავლებელი“  სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და  სერთიფიკატები გადასცეს.  

როგორც  ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი.

„ჩვენ ვიზის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ  კიდევ  წინ ვდგამთ ნაბიჯებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, უმთავრესი პრიორიტეტი და მათ შორის პროფესიული განათლება, რომლის  მთავარი მიზანი იყო სწორედ  ამგვარი ვიზიტი ჩვენი მასწავლებლების როგორც ბრატისლავაში ისე ავსტრიაში. ამგვარი ინფორმაციის და  გამოცდილების გაცვლა, რომელიც ძალიან კარგი აქვს სხვათაშორის ზოგიერთ ქვეყანას ყოველთვის ხელს შეუწყობს იმას, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით ჩვენმა მასწავლებლებმა კიდევ უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ჩამოიტანონ საქართველოში და გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, 21-25 მაისს სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ.

სასწავლო ვიზიტი პროექტის „ევროპელი მასწავლებელი“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიცაა პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში, სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება პროფესიულ განათლებაში, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ასევე, საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს, სლოვაკეთსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის „ევროპული მასწავლებელი“ სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგების დაჯილდოვება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში  გაიმართა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics