17:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 13:32:03, 1729 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ „სისხლის ბანკთან“ მემორანდუმი გააფორმა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და შპს „სისხლის ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შსს-ს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას, „სისხლის ბანკის“ მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე მეხუთე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ. აქციის ფარგლებში, სამინისტროს როგორც თბილისის, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონის ქვედანაყოფის ასეულობით პოლიციელმა გაიღო სისხლი. შს სამინისტრო სისხლის უანგაროდ გაცემის აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.

14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე, ამ დღეს მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics