|
2015-04-18 16:16:03, 6988 ნახვა
კულტურა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში მოსკოვის თეატრის „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლები გაიმართება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, 18-დან 22 აპრილის ჩათვლით ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე მოსკოვის ლეგენდარული თეატრი პირველად წარსდგება თბილისელი მაყურებლის წინაშე პეტრე ფომენკოს დადგმებით „მგლები და ცხვრები“ და „ოჯახური ბედნიერება“. სპექტაკლი „მგლები და ცხვრები“ ა.ოსტროვსკის პიესის მიხედვით - თეატრის სავიზიტო ბარათია. ის დაიდგა 1992 წელს ფომენკოს სტუდენტების მონაწილეობით და დღემდე წარმატებით გადის თეატრის სცენაზე. სპექტაკლი „ოჯახური ბედნიერება“ ლ.ტოლსტოის რომანის მიხედვით, დაჯილდოვდა თეატრალური პრემიით „თოლია“ (2000) ნომინაციაში „Some like it hot“ (ქსენია კუტეპოვას და ილია ლუბიმოვის დუეტი), ხოლო ქსენია კუტეპოვამ კ.სტანისლავსკის პრემია მიიღო ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“ (2001). „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლების მსვლელობისას გრიბოედოვის თეატრის ფოიეში, პეტრე ფომენკოს შემოქმედებისადმი და თეატრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. ექსპონატთა შორის საგულისხმოა სტენდი, რომელიც მოგვითხრობს იმ ორ სპექტაკლზე, რომლებიც ფომენკომ გრიბოედოვის თეატრში მუშაობის პერიოდში შექმნა (1970-1972) - ვ.კატაევის „ყვავილების გზა“ და რ.კაუგვერის „შენი კუნძული“. გამოფენას პეტრე ფომენკოს ქვრივი, მსახიობი მაია ტუპიკოვა გახსნის. „ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს პირველად ეწვია სახელგანთქმული რუსული თეატრი, ქართველ მაყურებელს გაუჩნდა შესაძლებლობა ნახოს პეტრე ფომენკოს სახელოსნოს ყველაზე ცნობილი სპექტაკლები: „მგლები და ცხვრები“ და „ოჯახური ბედნიერება“. აღნიშნული სპექტაკლები უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იხილეს და ყველგან უდუდესი წარმატება ხვდა წილად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ქართველი მაყურებელიც შეძლებს ეზიაროს პეტრე ფომენკოს გენიალირ შემოქმედებას“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ. ცნობისთვის, პეტრე ფომენკო (1932-2012) – რეჟისორი, პედაგოგი, რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრის „პეტრე ფომერნკოს სახელოსნოს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მუშაობდა ლენინგრადის ნ.აკიმოვის სახ. კომედიის თეატრში, ვლ.მაიაკოვსკის, ევგ.ვახტანგოვის, მოსსოვეტის სახ. თეატრებში, „სატირიკონში“ და სხვა. 1981 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა გიტისში. მისი მოწაფეები არიან რეჟოსორები სერგეი ჟენოვაჩი, მინდაუგას კარბაუსკისი, ივან პოპოვსკი, ვლადიმირ ეპიფანცევი, სერგეი პუსკეპალისი და სხვა. 1993 წელს პეტრე ფომეკოს სამსახიობო-სარეჟისრო ჯგუფს გიტისში თეატრის სტატუსი მიენიჭა. „პეტრე ფომენკოს სახელოსნო“ არის თეატრი, სადაც ძიებისა და ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვა შერწყმულია რუსული სარეპერტუარო თეატრის ტრადიციებთან. სხვადასხვა წლებში თეატრმა მიიღო მონაწილეობა მრავალ რუსულ და საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, მისი სპექტაკლები ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ფორუმების არაერთგზის ლაურეატია. პეტრე ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი და პედაგოგი, „სახელოსნოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი ევგენი კამენკოვიჩი.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)