22:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 17:37:25, 1931 ნახვა

პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსმა სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა

საქართველოში  სამუშაო ვიზიტით მყოფმა  ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა  მინისტრმა ლინას  ლინკევიჩუსმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის თემა „ნატო-სა და  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე: გამოწვევები და მიღწევები“ იყო.  სტუდენტებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ  და სსიპ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

„ლიტვა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადადგა სწრაფი ნაბიჯები რეფორმის კუთხით, როგორ უნდა გადადგა სწრაფი ნაბიჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, ჩვენი სტუდენტების განათლების, მათი მომავლის უკეთ დასახვის კუთხით და ა.შ. ამიტომ, ევროკავშირსა და ნატო-ში ლიტვის ინტეგრაციასთან დაკავშირებით დღეს ძალიან  კარგი ლექცია ჩაატარა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მადლობა მინდა  გადავუხადო მას, რომ მოვიდა სტუდენტებთან შესახვედრად. ვფიქრობ, ძალიან კარგი დისკუსია გამოვიდა. რაც ყველაზე მთავარია, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენმა სტუდენტებმა, 15 სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გვყავდა, ახლგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათ კარგად გააზრებული კითხვები, კარგ ინგლისურზე დასვეს და კარგი დისკუსია გაიმართა, მე ამაყი დავრჩი“,-განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს.

ლინას ლინკევიჩუსის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა და ბედნიერია, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა მიეცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობასთან შეხვედრა, რადგან ისინი წარმოადგენენ საქართველოს მომავალს“,-აღნიშნა ლინკევიჩუსმა და დასძინა, რომ სტუდენტები ძირითადად ევროინტეგრაციული პროცესებითა და ამ მიმართულებით ლიტვის გამოცდილებით დაინტერესდნენ.

ლინას ლინკევიჩუსი ლიტვის  საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებს. დიპლომატიური კარიერის მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში  ლინას ლინკევიჩუსი  გახლდათ  ლიტვის  საგანგებო  და სრულუფლებიანი  ელჩი ბელორუსში,  ლიტვის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა   სამინისტროს  საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და  უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში, ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში, 2000-2004 და ასევე 1993-1996 წლებში  იყო ლიტვის  ეროვნული თავდაცვის  მინისტრი, ლიტვის რესპუბლიკის  ნატო-ში გაწევრიანებამდე, ნატო-სა და დასავლეთ  ევროპის კავშირში მისიის  ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა  მინისტრის მრჩეველი და სხვა.

ფოტო რეპორტაჟი

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics