|
2017-06-13 15:39:56, 1750 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 5-მა ოჯახმა გონივრულ კომპენსაციაზე უარი განაცხადა
თბილისის მერი დავით ნარმანიას განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერიამ გონივრული კომპენსაცია შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დაზარალებული ოჯახები შეთავაზებული კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ. მისივე თქმით, ოჯახები კომპენსაციას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებენ. „ამ ოჯახებს ჩვენ თავის დროზე გავუკეთეთ შეთავაზება. მართალია, მათ არ ჰქონდათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ჩვენ გონივრული კომპენსაცია მაინც შევთავაზეთ. ისინი ამას არ დათანხმდნენ, მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით მოვიქცევით. ჩვენ მათ საკმაოდ გონივრული შეთავაზებები გავუკეთეთ, ნაწილი ოჯახებისა დაგვთანხმდა - სულ 13 ასეთი ოჯახი იყო. 8 დაგვთანხმდა. 5 ოჯახი, რომელიც არ დაგვთანხმდა, ითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ. ამიტომ ასაჩივრებს და როგორც კი იქნება საბოლოო ვერდიქტი, იმის მიხედვით მიიღებენ ისინი შესაბამის თანხას“, - განაცხადა მერმა. ცნობისვის, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 5 ოჯახმა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42- მუხლის" წარმომადგენლებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა. იურისტების თქმით, ეს ოჯახები სარეკრეაციო ზონაში ცხოვრობდნენ და სწორედ ამ გარემოების გამო ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ. კომპენსაციის შეთავაზებისასას კი მერიამ სულადობა არ გაითვალისწინა, როცა სხვა ოჯახებს თანხა სულადობისა და ფართობის მიხედვით გადაეცათ. ოჯახებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში მოიგეს, თუმცა მერიამ და ქონების მართვის სააგენტომ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 5 ოჯახს ბინის ქირით ამ დრომდე თბილისის მერია უზრუნველყოფს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)