|
2015-04-18 13:20:41, 639 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია. „ჩვენ გამოვაცხადეთ საჯარო კონკურსი თბილისის ბრენდული სუვენირის შესაქმნელად, რისთვისაც ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს. კონკურსი შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ თბილისთან ასოცირებული ყველაზე საინტერესო სუვენირი, რომელიც ვიზიტორებისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება და მუდამ გაახსენებს ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის ბრენდული სუვენირი თბილისის ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს. „კონკურსი ერთი თვე გაგრძელდება და საუკეთესო ნამუშევარს საკონკურსო კომისია გამოავლენს. სუვენირი, რომელიც კომისიის წევრების უმაღლეს შეფასებას მიიღებს, 5 000 ლარით დაჯილდოვდება. შესაძლებელია გამოვლინდეს რამდენიმე ბრენდული სუვენირიც. ასეთ შემთხვევაში, საკონკურსო პრიზი გამარჯვებული სუვენირების ავტორებზე განაწილდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს მიმართონ“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)