|
2017-06-13 11:14:22, 2690 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთთა ვინაობა ცნობილია
თურქეთის პროკურატურამ რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის სავარაუდო დამკვეთთა ვინაობა დაადგინა, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet daily news იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პროკურატურას 5 ეჭვმიტანილი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა მკვლელობის უშუალო დამკვეთი იყოს. როგორც სააგენტო წერს, ხუთივე ეჭვმიტანილი იმავე სასტუმროში იყო რეგისტრირებული, სადაც დიპლომატზე თავდასხმა განხორციელდა. სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ უშუალო თავდამსხმელი, მევლუთ ალთინთაში რამდენიმე დღით ადრე ამ სასტუმროს სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში ის პროგრამა ფეისთაიმის მეშვეობით, ეჭვმიტანილებს ესაუბრა. მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს სასტუმროში შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში, 19 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს. ელჩის მკვლელი, 22 წლის ყოფილი პოლიციელი მევლუთ მერტ ალტინტაში სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)